“საქართველოს ბანკის” ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა

” ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები.
ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტ ბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, საქართველოს ბანკის 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.
ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს: