საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, წლების განმავლობაში ქმნის და ავითარებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება ან ზრდა სურს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას მომხმარებელს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა.
