საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე ერთ თვეში 21.8%-ით გაძვირდა – როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიაა დალისტული: „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, „ ბანკის ჯგუფის“, „საქართველოს კაპიტალი“.
Galt & Taggart-ის მიხედვით, გასულ კვირაში ამ კომპანიების აქციების ფასი ამგვარად შეიცვალა:
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.43% წინა კვირასთან შედარებით და +21.81% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.75 – 52.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.25% წინა კვირასთან შედარებით და +17.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 417 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.55 – 32.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.40% წინა კვირასთან შედარებით და +13.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.12 – 12.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”