საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის სპეციალური შეთავაზება ბიზნესს მარკეტინგულ პლატფორმებზე

ბიზნესის განვითარებისთვის მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სწორი მარკეტინგული კამპანიის შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეწარმეებმა და სტარტაპებმა ეს კარგად იციან, მაგრამ, ხშირად, შეზღუდული რესურსების გამო, ამ პროცესების გამართვა უჭირთ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნეს მომხმარებლებისთვის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ციფრულ ხელსაწყოებზე სპეციალური პირობები დააწესეს. ბიზნესებს უკვე აქვთ საშუალება, ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო მარკეტინგული პლატფორმები ფასდაკლებით, ქეშბექით ან უფასო სერვისით გამოიყენონ და ამით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.
სპეციალური პირობები კატალოგში წარმოდგენილ ათობით სერვისზე ვრცელდება, დღეს კი მათ შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით თქვენი მარკეტინგული კამპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.