„საქართველოს ბანკისა“ და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ბიზნეს სესიები გაიმართება

“, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობას იწყებს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ბიზნეს სესიებს გამართავენ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები გაუძღვებიან. დასწრება ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე დამწყები მეწარმეებისთვის თავისუფალი იქნება. ბიზნეს სესიები აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

პარტნიორობის ფარგლებში, ჯამში 6 სესია გაიმართება. ბიზნეს სესიები აუდიტორიას დაეხმარება, სწორად და სიღრმისეულად შეაფასონ იდეა, რომელსაც შემდგომში ბრენდად აქცევენ, აირჩიონ ოპტიმალური იურიდიული ფორმა, იპოვონ კონკურენტული უპირატესობა, მოიძიონ ფინანსები და რესურსები. შექნან საუკეთესო გუნდი, რომელიც ბიზნესის გაციფრულებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.

იხილეთ ბიზნეს სესიების განრიგი:

  • 14 მაისი, 20:00 — ბიზნესიდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმის შერჩევა (დავით მარკოზაშვილი);
  • 21 მაისი , 20:00 — ბაზრისკვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი (ვასკა ჩუბინიძე);
  • 28 მაისი, 20:00 — გუნდის შექმნა და მართვა (ნინო ოხანაშვილი);
  • 4 ივნისი , 20:00 — ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება (გიგა ფაიქიძე);
  • 11 ივნისი, 20:00 — ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია (მარიამ ბებიაშვილი);
  • 18 ივნისი, 20:00 — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია (გიორგი ბერეჩიკიძე).

პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავიარომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°ის შემადგენელი ნაწილიამასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზეხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაარომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებსრასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის  იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტებიგანვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებიშეთავაზებებიღონისძიებებისექტორული კვლევები თუ სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა“