საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — „ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია“, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრული მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა.
ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე მიანიჭეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინ გაყიდვები.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:
