საქართველოს ბანკებს აღსრულებაში შეფერხება არ შეექმნებათ – ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებაში ქართულ ბანკებს შეფერხება არ შეექმნებათ.
“მე ვიცი, რომ საქართველოს ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქიცების აღსრულებას. ეს განცხადება საბანკო ასოციაციამ გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას. ეროვნული ბანკის განცხადების იურიდიულ საფუძვლებზე მე ნუ მკითხავთ.
[…] მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისოდ აქვთ აღებული. ამავდროულად ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა. საქართველოს ბანკებს სანქციების აღსრულებაში შეფერხება არ შეექმნებათ” – ამბობს კაკაურიძე.
ეროვნული ბანკი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, “საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი”. ამასთან ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ “ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს