თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრი (LIBMOD) გერმანიის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ 2 დეკემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალური ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელშიც ისინი საქართველოში ახალი არჩენვების ჩატარებას, უსაფუძვლოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას მოითხოვენ, მიიღოს როგორც საკუთარი და იმუშაოს მათი რეალიზაციისთვის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ევროპა სჭირდება. მათივე თქმით, ახლა სწორედ ევროპა უნდა აღუდგეს საქართველოს, რათა დაიცვას თავისი ღირებულებები და ინტერესები.
“საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალადობით გადაწყვიტა პასუხის გაცემა. ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები დააფიქსირეს. იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეთა უფლებები იყოს დაცული, ისინი სისტემატურად ირღვევა. ამ მოვლენების ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ლიბერალურმა ჯგუფებმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდებენ:
• ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ზეწოლის გარეშე და თავისუფალ და სამართლიან პირობებში წარიმართება
• დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა და მომიტინგეების განურჩეველი დაკავება
• ევროპული სახელმწიფოების მიერ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების თანმიმდევრული შემოღება, მათ შორის შესვლის აკრძალვა და ქონების გაყინვა.
• დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება
• საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მანდატის პატივისცემა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორები თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დირექტორი, ხატია კიკალიშვილი, ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის მმართველი დირექტორი, რალფ ფუკსი და ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, მარილუიზ ბეკი არიან.
LIBMOD-ის განცხადებას ხელს ბუნდესტაგის 10 წევრი და ყოფილი ევროპარლამენტარები აწერენ.
ამასთან ხელმომწერთა შორის ლაიბნიცის ლიტერატურული და კულტურული კვლევის ცენტრის მკვლევარი, ზაალ ანდრონიკაშვილი, გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი, ნინო ხარატიშვილი, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი ელგუჯა (გიორგი) კაკაბაძე არიან.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
“28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად მართავს დემონსტრაციას დემოკრატიისა და ევროპასთან ინტეგრაციისთვის. საპასუხოდ, ხელისუფლება შლის დემონსტრაციებს მასიური ძალადობითა და შევიწროვებით.
საქართველო ისტორიულ გარდამტეხ მომენტშია: გახდება რუსეთის უკანა ეზო თუ თავისუფალი ევროპის წევრი?
ევროკავშირში გაწევრიანება, რომელსაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს, საქართველოს პოლიტიკას დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ქმოჰყვება. კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაცია. პრემიერმინისტრმა კობახიძემ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეჩერდებოდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მანიპულაციურ გარემოში ჩატარდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში მითითებულია ხმის მოსყიდვის, დაშინების ხმის ფარულობის დარღვევისა და სხვა უამრავი შემთხვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში აღნიშნულია რომ ეჭქვეშაა, ასახავს ბოლო არჩევნები ამომრჩევლის ნებას თუ არა. ევროპარლამენტმა უკვე მოითხოვა ახალი არჩევნები.
საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალადობით გადაწყვიტა პასუხის გაცემა. ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები დააფიქსირეს. იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეთა უფლებები იყოს დაცული, ისინი სისტემატურად ირღვევა. ამ მოვლენების ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ლიბერალურმა ჯგუფებმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდებენ:
• ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ზეწოლის გარეშე და თავისუფალ და სამართლიან პირობებში წარიმართება
• დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა და მომიტინგეების განურჩეველი დაკავება
• ევროპული სახელმწიფოების მიერ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების თანმიმდევრული შემოღება, მათ შორის შესვლის აკრძალვა და ქონების გაყინვა.
• დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება
• საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მანდატის პატივისცემა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე”, – აღნიშნულია მიმართვაში.