საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას

საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, „თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და -საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს“.
„საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში – თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას. თამარი გავიცანი, როცა ის პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი იყო. მასთან საქმიანმა კომუნიკაციამ არაერთხელ მიმანიშნა, რომ ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა დამსახურებულად – ჯერ იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, -ში ჩვენი ელჩი. მას რთული მისია ელოდება წინ – მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვასა და ახალი ფურცლიდან დაწყებაზე მუშაობაში. თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ულევი წარმატებები თამარ ტალიაშვილს!“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის