24 თებერვლიდან, მონტენეგროში სტარტს აიღებს მსოფლიოს პირველობა 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და ლუკა კილაძე, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი აკაკი ყალიჩავა.
ჩემპიონატზე მსოფლიოს 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე იასპარეზებს.
“ჩვენი ახალგაზრდა მოჭადრაკეები ხშირად გვასახელებენ საერთაშორისო ასპარეზზე.
გვჯერა, ეს ტურნირი მათთვის ახალი გამოცდილება იქნება და მომავალში ქართული ჭადრაკის წარმატებულ ტრადიციას გააგრძელებენ”, – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ახალგაზრდულ ჭადრაკში. მასში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს სპორტის სამინისტრო და “პაშა-ბანკი“.
