საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მცველი საბა ხარებაშვილი „გარდიანმა“ 2025 წლის მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ 17 წლის მცველი საბა ხარებაშვილი ავტორიტეტულმა გამოცემა „გარდიანმა“ 2025 წლის მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა.
„საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. იმავე სკოლიდან მოდის, სადაც აღიზარდა. ბევრი ფიქრობს, რომ მასაც შეუძლია მსგავსი სიმაღლეების მიღწევა. იგი გახდა „დინამო თბილისის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის მაისურით ევროტურნირზე ითამაშა. ეს მოხდა გასული წლის ივლისში, როდესაც 15 წლისა და 10 თვის ასაკში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოედანზე გავიდა.
საბა, ძირითადად, მარცხენა მცველად თამაშობს, თუმცა უკვე დაამტკიცა, რომ მრავალმხრივია – შეუძლია მარჯვენა ფლანგზეც და შემტევ ნახევარმცველადაც ასპარეზობა. ფიზიკურად ძლიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია, მოედანზე კი გამოირჩევა გონივრული მოქმედებებითა და პოზიციის სწორად შერჩევის უნარით. მისმა ვარდნებმა და სწრაფმა აჩქარებებმა უკვე არაერთი მწვრთნელი მოხიბლა. კონტრშეტევებისას ზუსტ ჩაწოდებებსაც ხშირად ასრულებს.
ხარებაშვილმა უკვე მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება და ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის პროგრესს აკვირდებიან „რეალი“ და „ბარსელონა“, ხოლო „ლივერპულში“ ფიქრობენ, რომ საბა ხარებაშვილს აქვს პოტენციალი, მომავალ წლებში მარცხენა ფლანგის მთავარი ფიგურა გახდეს“, – წერს „გარდიანი“.
1tv.ge