საქართველოს აშშ-ს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხთა კოორდინატორი ეწვევა

საქართველოს -ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხთა კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ ესტუმრება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განცხადებაშია საუბარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 15-18 იანვარს ნეფიუ სომხეთსა და საქართველოს ეწვევა და განიხილავს კორუფციასთან ბრძოლის ამჟამინდელ გამოწვევებს, ისაუბრებს თანამშრომლობის გაღრმავებაზეც.
განცხადების მიხედვით, ნეფიუ საქართველოში შეხვდება მთავრობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.