ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.