“საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას” – პრემიერი ელჩებს შეხვდა

“საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას” – პრემიერი ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.
სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი , პარლამენტის თავმჯდომარე , საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
“ირაკლი მ აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლის საშუალებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის გაძლიერებას და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას უკავშირდება.
სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და დასახული მიზნების მიღწევაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში სრულად ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქართველი დიპლომატების ყველა კითხვას უპასუხეს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.