„საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია“ – კალაძე

თბილისის მერმა მ რუსთაველზე გამართული აქციისას განაცხადა:
„…გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, ჩვენ მოვახერხეთ და დავიცავით მშვიდობა, შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს. საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ა. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მიერ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვასა და შენარჩუნებას”

ასევე დაგაინტერესებთ