საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში – ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს

საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე, განვითარებასა ან გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, – აღნიშნა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.
„რაც შეეხება უკრაინის საკითხს და მსოფლიო ძალების გადალაგება-გადმოლაგებას, ეს უკვე ჩანს და დიდი ხანია ნათელი იყო, რომ უკრაინის საკითხი გადაწყდება უკრაინის ხელისუფლების აზრის ყველზე ნაკლებად გათვალისწინების გარეშე, რაც არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის. დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც დღემდე მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცნობად სახეებს, ვინც დაფინანსებულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას, უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ მათი მხრიდან ეს იყო შეცდომა და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება დგამდა სწორ ნაბიჯებს