საფრანგეთის ევროპათა საკითხების მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი ამბობს, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და ამით თავს დაესხა „ევროპულ იდეას, ევროპის ინტერესებს და მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილურობა“.
ჰადადის განცხადებებს საფრანგეთის სენატში Public Senat ავრცელებს.
მისი შეფასებით, „ოცნების არალიბერალური მოძრაობა ზიანს მიაყენებს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს“.
ჰადადი აგრეთვე ამბობს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ნაწილია რუსეთის „ჩვენი მეზობლების საქმეებში“ უფრო დიდი ჩარევის ნაწილია.




