“საქართველოს არჩევანი” – მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს

“საქართველოს არჩევანი” – მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა – პოლარიზაცია, ეროვნული თანხმობის მნიშვნელობა, ქართული დიასპორა და პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა.
მისი განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია და პარტიები ეროვნულ თანხმობას უნდა დაუბრუნდნენ.
“არსებობს ეროვნული თანხმობა, რომელიც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ყოველდღე უნდათ, რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი. არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მე მინდა ჩემი შვილებისთვის და მომავლისთვის ევროპა და მე არ მინდა . დიასპორასთან მეც ამ კამპანიის ფარგლებში მექნება ურთიერთობა და, 10 დეკემბერს, ვაპირებ, რომ სხვადასხვა დედაქალაქის ჯგუფებთან გავმართოთ სკაიპით შეხვედრა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს – დიდ ქვეყნებში,“ – აცხადებს .
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს