საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კომპანიები ბრუნვის მოცულობის მიხედვით – ვინ არიან მფლობელები

2024 წლის I კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის -5 ავიაკომპანიიდან 2 სამგზავრო და 3 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: შპს საქართველოს ავიახაზები, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი, შპს აირზენა და შპს იზი ჩარტერი. (შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)
ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:
შპს საქართველოს ავიახაზები (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი): კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.
შპს ჯორჯიან ეარვეისი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airways-ი): კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Geosky Airlines-ი): კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო თავმჯდომარე თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაური ქორთოშიძე, წევრი გაგა კერესელიძე.
შპს აირზენა (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი): კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია . კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილი.
შპს იზი ჩარტერი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Airline Easy Charter): 15%-იანი წილის მფლობელია ლაშა გიგიტელაშვილი, 15%-ინი წილის მფლობელია კახაბერ გიგიტელაშვილი, ხოლო 70%-ის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს იზი ჩარტერი. კომპანიის დირექტორი კი რატი ძერიაა.
avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა