საქართველოს აეროპორტებში სატვირთო რეისები 32.2%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტებში სატვირთო რეისები 32.2%-ით შემცირდა
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.

2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი (36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი – გაგზავნილი.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ტვირთისა და ფოსტის ნაკადის განაწილებას საქართველოს აეროპორტებში ფრენის კატეგორიების მიხედვით.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 32.2 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.