საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 15%-ით, რეისების რაოდენობა კი 15.4%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1.4 მილიონი მგზავრი (15.4%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.4 მილიონი მგზავრი (14.7%-ით მეტი). ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
3Q25-ში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.4% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც 15.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.