საქართველოს აეროპორტებიდან, II კვარტალში, 7.7 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა

2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.