საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი განაგრძობს რეგიონული ფორმატის სამუშაო შეხვედრებს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი განაგრძობს რეგიონული ფორმატის სამუშაო შეხვედრებს.
ამჯერად, შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად მონაწილეობდა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მუნიციპალიტეტებში არსებული სამართლებრივი გამოწვევების ანალიზი და იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომას და საკანონმდებლო დონეზე რეაგირებას.
დისკუსიების ფარგლებში გამოიკვეთა რიგი საჭიროებები, მათ შორის – ქონების მართვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე მუნიციპალიტეტებში საჯარო სამსახურის სპეციფიკის რეგულირების აუცილებლობა.
Next: რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის