საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით მოირთო

ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ცენტრალური გამზირები და ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით საზეიმოდ მოირთო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის მერიის ცნობით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საერთო სახალხო შეკრებას, მოსახლეობა რუსთავიდანაც შეუერთდა.
,,რუსთავი უერთდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იმ სიხარულს, რომელიც დღეს თითოეულ ქართველს გვაქვს. სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უფასოდ ივლის ავტობუსები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რუსთაველი შეუერთდება საერთო სახალხო ზეიმს ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა რუსთავის მერმა მ.
თბილისში გამგზავრების მსურველთა ტრანსპორტირება რუსთავის მერიამ მუნიციპალური ავტობუსებით უზრუნველყო. დილიდან თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა