“საქართველოსთვის” და “ლელომ” აჭარაში მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

დღეს, ბათუმში, ”ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ სა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.
ბათუმის მერის კანდიდატად წარდგენილია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გოჩა გუგუნავა.
ქობულეთის მერობის კანდიდატად, “ძლიერი საქართველო-ლელოს” ადგილობრივი ლიდერი, პაატა ცივაძე დასახელდა.
ხულოს მერობისთვის ირაკლი ბოლქვაძე იბრძოლებს, პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის”
ნათია მგელაძე შუახევის მერობის კანდიდატი იქნება, კოალიციიდან “ძლიერი საქართველო- ლელო”.
რამაზ დავითაძე წარდგენილია მერობის კანდიდატად ქედაში “ძლიერი საქართველო ლელოდან”
ასევე, “ძლიერი საქართველო-ლელოს” წარმომადგენელი იბრძოლებს ხელვაჩაურის მერობისთვის – კანდიდატად ბადრი მამულაძეა წარდგენილი.