საქართველოსთვის გაზის მიწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია

წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იყიდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეშიც საქართველოში აზერბაიჯანიდან ამავე ოდენობის გაზის იმპორტი განხორციელდა.
აზერბაიჯანმა წელსაც გაზარდა ევროპაში გაზის ექსპორტი თანაც მნიშვნელოვნად თითქმის მილიარდი კუბური მეტრით. ჯამში 2024 წლის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა ევროკავშირში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტზე სულ 18.4 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანეს, 4%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით.
საქართველოსთვის გაზის მიწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია. 2023 წელს ქვეყნიდან ჯამური მოხმარების 80%-ის იმპორტი განხორციელდა, თუმცა 20%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი. შარშან საქართველომ თითქმის 3 მილიარდი მ³ გაზი მოიხმარა. რადგან ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა და მთლიანი მოხმარების 1%-ით კი არ არის, ქვეყანა სრულად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…