“საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქეზე ეს კარგად ვიცოდით” – მიკელ ოიარსაბალი

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის კარში მეორე გოლის ავტორმა მიკელ ოიარსაბალმა გააკეთა.
“საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მეტოქე თავს მთელი ძალით დაიცავდა. ამან ჩვენი შანსები გაართულა.
ყველა შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით და კითხვის ნიშნები არ გაგვიჩენია.
ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი? – ესპანეთის ნაკრების სიძლიერე გუნდური თამაშია და ამით ყველაფერია ნათქვამი” , – ციტირებს ოიარსაბალს UEFA-ს ოფიციალური საიტი.