საქართველოსთან მატჩამდე სომხეთის საფეხბურთო ველზე დიდი არეულობაა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად საპლეიოფო მატჩების მოგება დასჭირდება.

შეხვედრები 2025 წლის მარტშია ჩანიშნული, იქამდე კი მეტოქე გუნდის საფეხბურთო ველზე დიდი არეულობა და ქაოსია.

სომხური ფან-კლუბები ამჟამინდელი ფედერაციის გადადგომას ითხოვენ და საამისოდ მათ პრესკონფერენციაც კი გამართეს, რის განმავლობაშიც მათ ფედერაცია უმოქმედობასა და გეგმის არქონაში დაადანაშაულეს.

ფან-კლუბების ჩივილი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლების არქონას, სათამაშო მოედნების არქონას და სომხური ფეხბურთის ბიზნესად გადაქცევას შეეხება, სადაც პირველი სიტყვა ფულს ეკუთვნის, დამწყებ მოთამაშეებს კი განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

თავის მხრივ, ფედერაციის პრეზიდენტი, არმენ მელიქბეკიანი უკან დახევას არ აპირებს, რომელიც მეორე ვადით 2023 წელს აირჩიეს, არადა ფან-კლუბებს სწორედ მელიქბეკიანისა და მისი გუნდის გადაყენება სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა