საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე

საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე
საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრის ფარგლებში მთავარი აქცენტები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე.
„ჩვენ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც მიმართული იქნება ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე უკეთ წარმოდგენისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია სწორედ იმ წარმატებებიდან გამომდინარე, რაც ჩინეთს აქვს ამ მიმართულებით იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩინეთთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა