საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

სფფ-ის ინფორმაციით, ერთა ლიგის B ჯგუფის მატჩის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 12:00 საათიდან დაიწყება.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება “მიხეილ მესხზე” 7 სექტემბერს გაიმართება.