საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.
ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც -საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ