საქართველოსა და უკრაინაში მოცვის მაღალი ფასები შენარჩუნდება – EastFruit

მიმდინარე სეზონზე მოცვის ფასის უპრეცედენტო მაღალი დონის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 ნოემბერს ნიდერლანდებში გამართული მსოფლიო კენკრის კონგრესის ფარგლებში, აქტიურად განიხილეს მოცვის ფასის პერსპექტივები. შეგახსენებთ, რომ მოცვის მაღალი ფასების მთავარი მიზეზი იყო პერუდან მოცვის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირება კენკრის ყვავილობისას არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო. ამის შესახებ EastFruit-ი წერს.
კონგრესის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, მოცვის მაღალი ფასები, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. უფრო მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში შეუძლებელი იქნება ფასების დაბრუნება 2022/23 წლების ნიშნულზე, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასების ტენდენციები შესაძლოა აღდგეს.
ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ პერუდან მოცვის ექსპორტის მოცულობამ აღდგენა დაიწყო, კენკრაზე ფასები არ ეცემა, რადგან მოთხოვნა კვლავ მაღალია. მოვაჭრეები თვლიან, რომ მოცვის ფასი ახლა მაღალია ჩრდილოეთიდან პირველ მომწოდებლებში – მაროკოსა და ესპანეთშიც. შესაბამისად, საქართველოსა და ს შეუძლიათ მოცვის მაღალი ფასები შეინარჩუნოს მაშინაც კი, როცა იქ მოსავლის აღება დაიწყება.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხმარების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მოცვის ფასების დაცემა. შესაბამისად, ამ კენკრის ფასების მკვეთრი ზრდა შეიძლება გახდეს უარყოფითი ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაში და გამოიწვიოს ფასების კიდევ უფრო მკვეთრი კოლაფსი წარმოების ზრდის ტემპების აღდგენის დროს. მართლაც, ბევრ ქვეყანაში მოცვის პლანტაციების გაფართოების ტემპი რჩება მაღალი და მაღალ ფასებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო სტიმულირება“, – განმარტავს FAO-ს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის ახალი მოცვი სულ უფრო მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი ხდება. უკრაინაში 2023 წელს გამოჩნდა ამ ბაზრის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სეგმენტი – გაყინული მოცვი. მსოფლიოში მასზე მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, თუმცა 2-3 წლის წინ გაყინული ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის ეს სეგმენტი -ისა და კანადის გარდა პრაქტიკულად არსად არსებობდა.