საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, საპასუხო კი 23 მარტს თბილისში.
„დინამო არენაზე“ ჩასატარებელი დაპირისპირების ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს. ერევანში გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.