საქართველოსა და სომხეთის მატჩის ბილეთები 27 თებერვლიდან გაიყიდება

ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება. 23 მარტს კი საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
„დინამო არენაზე“ გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება, თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილი პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე ქართველი გულშემატკივრები არ დაიშვებიან.
ერევანში 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს. ბილეთის ფასი 10 ლარია, თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…