საქართველოსა და სინგაპურს შორის შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდეს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკითხზე ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
უფრო კონკრეტულად, განკარგულებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „ საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების [ჩვეულებრივი პასპორტები] მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით“.
ცნობისთვის, Henley Passport Index-ის 2025 წლის რეიტინგის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.
უფრო კონკრეტულად, ქართული პასპორტით უვიზო მოგზაურობა 122 ქვეყანაშია შესაძლებელი, რითაც, ბოლო განახლებით, ქვეყანა რეიტინგში ორი პუნქტით დაწინაურდა და 42-ე ადგილზე გადავიდა.
www.bpn.ge
