საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება – რა იგეგმება ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ს სამეფოში იმყოფება. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.
“აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, სა და ს სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები