საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა – ვინ ისარგებლებს შეთანხმებით

საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შეთანხმება შეეხება იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.
როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2024 წლის 2 აპრილიდან შევიდა.
„თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, რომელიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, „საქართველოს მთავრობასა და ს ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება 2023 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ძალაში ამ თვიდან შევიდა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“ – ეკონომიკის სამინისტრო