საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები – TOP 5 პროდუქტი ექსპორტში და იმპორტში

იაპონიაში ექსპორტი 6%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი 10%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 2 735.5 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 917.1 ათასი დოლარს. კლება 6,2%-ის დონეზეა. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნატურალური წვენებია. სწორედ მასზე მოდის ექსპორტის 34%-ი.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 933.6 ათასი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 605.0 ათასი დოლარი;
· ალუმინი დაუმუშავებელი – 420.0 ათასი დოლარი;
· ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – 336.2 ათასი დოლარი;
· რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 200.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იაპონიიდან იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იაპონიიდან 193 269.6 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 242 633.4 ათასი დოლარის. აქ კლება 20.3%-ია. იაპონიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები. სწორედ ავტომობილებზე მოდის იმპორტის 91%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:
· მსუბუქი ავტომობილები – 175 060.0 ათასი დოლარი;
· სპეციალური დანიშნულების ავტომობილები – 4 546.9 ათასი დოლარი;
· რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 2 881.3 ათასი დოლარი;
· სატვირთო ავტომობილები – 1 936.3 ათასი დოლარი;
· რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; – 1 425.4 ათასი დოლარი;
businessinsider.ge