საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

საქართველოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელობას შორის თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ჰასსან ალ-ჰაშიმიმ, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მიქელაძემ, მოადგილე ბორის ლეჟავასთან ერთად, ბიზნეს ფორუმის დეტალები განიხილეს.
„შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოსა და ემირატების წამყვანი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.
„შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა“,-განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.
სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ბიზნესების დაახლოების საკითხებსა და სავაჭრო პალატების როლზე ამ პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?