საქართველოსა და ალბანეთის მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. “ჯვაროსნები” ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
საქართველო – ალბანეთი
მოგვწონს თუ არა, მუდრიკმა რომ გოლი გაგვიტანა, კვარაცხელიას რომ გაეტანა ხომ ვიძახებდით ეხლა: მუდრიკში რატომ გადაიხადეს ამდენი და “ოქროს ბიჭი” კი ისევ ნეაპოლში თამაშობს?