საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა – Airbus-ის წარმომადგენელი

საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა – Airbus-ის წარმომადგენელი
მეორე დღეა თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
კომპანია Airbus-ის წარმომადგენგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ, ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეოდოლოგიის დანერგვა.
მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.
,,Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდებისა ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუსხნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი. რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ,-“აცხადებს სირილ ფაბრე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”