“საქართველომ შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა” | საგარეო მაგნიტსკის სიაზე

საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას, რომ საქართველო არ შეუერთდა ე.წ. მაგნიტსკის სიის გახანგრძლივებას.
უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდეა გაზრდილი:
“საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად – 50%მდეა გაზრდილი” აცხადებენ საგარეოში.
შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ზუსტად 5 დღეში, საქართველო საქართველო არ შეუერთდა ე.წ. მაგნიტსკის სიიის გახანგრძლივებას 2026 წლის 8 დეკემბრამდე.
ცნობისთვის, მაგნიტსკის სიის სახელით ცნობილი დოკუმენტი ითვალისწინებს სამოგზაურო შეზღუდვებსა და საბანკო ანგარიშების დაბლოკვას იმ პირების მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. ეს სანქციები შეეხებათ ს, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მოქალაქეებს.
დოკუმენტის მოქმედების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. საქართველოში კი ამ პირების მიმართ, მათ შორის იმ რუსი პოლიციელებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც მაგნიტსკი, ნავალნი და სხვები აწამეს და მოწამლეს, სანქციები აღარ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დათქმად განესაზღვრა, მისი საგარეო პოლიტიკის ევროპულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.