,,საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა” – გიორგი რამიშვილი

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ბაკურიანის მსოფლიო თასისთვის საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა
და მიიღო კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა.
მისივე შეფასებით, მსოფლიო დონის შეჯიბრების საქართველოში ჩატარება რეალობა გახდა.
,,ბაკურიანის მსოფლიო თასი საქართველოსთვის დიდი მიღწევაა. 2023 წლის თებერვლის შეჯიბრის ჩატარების შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები სისტემატური გახდა. მსგავსი ღონისძიების ჩატარება კოხტაზე, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, რეალობა გახდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის და ზამთრის სახეობის სპორტის განვითარებისთვის.
ამის გაკეთება არ იყო ადვილი, მრავალი წელი კეთდებოდა. საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა”,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე