საქართველომ ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა

2023 წლიდან, 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ჯამში 5 491 უცხოელზე გასცა შრომით ბინადრობის ნებართვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა, თითქმის, მეოთხედი, ს მოქალაქეებზე მოდის, რომელსაც რეიტინგში ბელარუსი და ჩინეთი მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვების მიხედვით, ქვეყნების ოცეული ასე გამოიყურება:
· რუსეთი – 1 241
· ბელარუსი – 871
· ჩინეთი – 731
· თურქეთი – 658
· ინდოეთი – 443
· ირანი – 275
· – 204
· აზერბაიჯანი – 140
· თურქმენეთი 91
· ყაზახეთი – 83
· ტაილანდი – 67
· – 49
· ტაჯიკეთი – 43
· დიდი ბრიტანეთი – 38
· – 28
· სომხეთი – 28
· ფილიპინები – 27
· საფრანგეთი – 26
· ფიჯი – 26
· ესპანეთი – 24
ცნობისათვის, საქართველოში უცხოელებისთვის შრომითი ბინადრობის მიღება სავალდებულო 2014 წლის სექტემბრიდან არის.

bpn.ge