საქართველომ სინგაპურს უვიზო მიმოსვლა სთხოვა – დეტალები

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება და შეხვედრები გაიმართა სინგაპურის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, დიგიტალიზაციის, ტურიზმის და განათლების სფეროებში.
ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის სინგაპურში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი დააყენა.
შეხვედრებისას ისაუბრეს როგორც შავი ზღვის, ასევე ასეანი-ს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და დან მომდინარე საფრთხეები გააცნო.
დელეგაციის ხელმძღვანელმა სინგაპურის ხელისუფლებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორის „შუა დერეფანს” და სინგაპურული კომპანიების შესაძლო ჩართულობას აღნიშნულ პროექტებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: , ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება