საქართველომ “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი მტერია – კოენი

მისი თქმით ქვეყნის ხელისუფლება “რუსეთს უახლოვდება”. ასევე, “გორში დღესდღეობით არის სტალინის მუზეუმი და მას უყურებენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში როგორც ქართველს, რომელიც იყო დიქტატორი და ძლიერი პიროვნება”.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ეუთოზე დაყრდნობით მან ასევე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყოს.
კონგრესმენის თქმითვე, საქართველოში მიღებული [რუსული] კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დათრგუნვას ცდილობს და ეს “დასავლური მიდგომა არ არის”.
“ივანიშვილი არ არის არც პრემიერი და არც პრეზიდენტი, მაგრამ ის მართავს ყველაფერს”, – განცხადა კონგრესმენმა.
ცნობისთვის, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობენ -ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი,
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

ასევე დაგაინტერესებთ