საქართველომ რუსი ტურისტებისთვის მიმზიდველობა დაკარგა? – გამოკითხვა

კულტურის, ღირსშესანიშნაობების, ბუნებისა და სხვა მსგავსი ფაქტორების თვალსაზრისით რუსი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო საზაფხულო მიმართულებებს შორის საქართველო აღარაა და ამჯერად, იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოექცა, რომლის მიმართაც რუსი ტურისტები ყველაზე ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ.
კერძოდ, რუსეთის მსხვილ ქალაქებში გამოკითხული 1500 სრულწლოვანი რესპონდენტიდან 17% ზაფხულში დასასვენებლად საქართველოს ამ თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს.
ცნობისთვის, გამოკითხვა სადაზღვევო ჯგუფ „რენესანს-სტრახოვანიემ“ და Ozon Travel-მა ჩაატარეს, რასაც RBC ავრცელებს.
ამ გამოკითხვის შედეგების თანახმად, კულტურის, ღირსშესანიშნაობების, ბუნებისა და სხვა მსგავსი ფაქტორების თვალსაზრისით, რუსებისთვის 10 ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი საზაფხულო მიმართულებაა:
· დიდი ბრიტანეთი – გამოკითხულთა 23%;
· ირანი – 23%;
· – 23%;
· გერმანია – 22%;
· – 21%;
· სომხეთი – 21%;
· საქართველო – 17%;
· ავსტრალია – 17%;
· სამხრეთ აფრიკა – 15%;
· ინდოეთი – 15%.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ