საქართველომ ლოკოკინების ექსპორტით 2025 წლის პირველ ნახევარში 156%-იანი ზრდა აჩვენა

ლოკოკინების ექსპორტი 156%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ექსპორტზე 832.0 ათასი დოლარის ღირებულების 345.8 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135.3 ტონა.
საქართველოდან ლოკოკინასავით ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელზეც მისი ექსპორტის 86% მოდის. დარჩენილი 14%-ი კი საფრანგეთში იყიდება.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს საქართველომ ლოკოკინა ორ საექსპორტო ბაზარზე გაყიდა: თურქეთი და საფრანგეთი. თუმცა როგორც ირკვევა ლოკოკინას ღირებულება მაღალი მაინც საფრანგეთშია.
თურქეთი – 306.2 ტონა – 405.4 ათასი დოლარი;

საფრანგეთი – 39.7 ტონა – 426.6 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ გასულ წელს საექსპორტო ბაზრებს შორის იტალიაც ფიგურირებდა.
businessinsider.ge