საქართველომ კურაშის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა 20 ქვეყნის 212 ათლეტმა მიიღო, საქართველოს ღირსებას კი ტურნირზე 59 სპორტსმენი იცავდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 41 მედალი მოიპოვა: 15 ოქროს, 9 ვერცხლის, 17 ბრინჯაოს. კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს საქართველოს სენიორ მამაკაცთა ნაკრებმა, კადეტმა და იუნიორმა ბიჭებმა, კადეტ გოგონებს კი გუნდური მეორე ადგილი ერგოთ.
ბათუმმა ასევე უმასპინძლა კურაშის ევროპის კონფედერაციის კონგრესს, რომელზედაც გაიმართა კონფედერაციის აღმასკომის და შემუშავდა ოთხწლიანი გენერალური გეგმა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი კურაშის მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?