„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა” –

„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა”- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სამოქალაქო ატივისტის, გიორგი წულაიას მიმართ ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
როგორც ზურაბიშვილი X-ზე წერს, მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები – ავტორიტარული მმართველობაა.
„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები. ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა